ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციური რვიანი ელექტორატს აქტიურობისკენ მოუწოდებს


ოპოზიციური რვიანი ელექტორატს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური რვიანის განცხადებით, რვიანი იწყებს მასშტაბურ მოძრაობას სამართლიანი არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში რვიანი გადამწყვეტ მნიშვნელობას პოლიტიკური პროცესების მთავარ მონაწილეს - ხალხს ანიჭებს, ამიტომ საარჩევნო რეფორმის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვას რეგიონებში გასვლით დაიწყებს. რვიანის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ამოცანაა ხალხს მიეცეს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის შესაძლებლობა, რაც მათივე თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარებით უნდა განხორციელდეს.

” - რვიანი იწყებს მუშაობის ინტენსიურ კამპანიას საქართველოს მოქალაქეებთან, რომლის მთავარი მიზანი იქნება ზუსტად გავაცნოთ მოსახლეობას, თუ რა კონკრეტული წინადადებები გააჩნია ოპოზიციურ რვიანს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”- ამბობს რვიანის წევრი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი ახვლედიასნი : ”- ეს პროცესი, რასაც ჰქვია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო კოდექსის დახვეწა უკვე სცილდება მხოლოდ რვა ოპოზიციური პილიტიკური პარტიის ჩარჩოებს და ხდება გაცილებით უფრო მასშტაბური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, მედია ძალიან სერიოზული დოზით. შესაბამისად, პროცესი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწიოს , თუ მასობრივად მაქსიმალური რაოდენობით იქნება საზოგადოება მასში განსაზღვრული”.

რვიანის ერთ-ერთი წევრის, თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებასთან შეხვედრას აპირებს : ”- მათი თანამონაწილეობის გარეშე დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა პოლიტიკური ვაჭრობა არ იქნება და ფასადურ ცვლილებებს რვიანი არ დათანხმდება”- აცხადებს ირაკლი ალასანია.

რას გულისხმობს რვიანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, რას ითხოვს ხელისუფლებისგან?

რვიანის წევრის , ”ქალთა პარტიის” ლიდერის გუგული მაღრაძის თქმით მოთხოვნები გულისხმობს ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მომაცემებით დადგენას, საარჩევნო კოდექსის , საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის შეცვლას, მედიათანაბრობის უზრუნველყოფას და სხვა : ” - მაგრამ მარტო რვიანი ვერ მოახერხებს ხელისუფლება აიძულოს ამ დათმობებზე წამოვიდეს. რვიანს სჭირდება სახალხო მხარდაჭერა. ადამიანებმა, ვინც ფიქრობს და ხედავს, რომ ამ ხელისუფლების ხელში მისი საშველი არ არის, არ გამოკეთდება ცხოვრება ისე, რომ მას ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, ჰქონდეს სამუშაო ადგილის მოპოვების შესაძლებლობა, ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემო.. ყველა ადამიანს უნდა გავაცნობიეროთ, ყველამ უნდა გაიგოს, რატომ არის არჩევნების ჩატარება მისი მომავალი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი..

ვინ შედის ოპოზიციურ რვიანში?

რვიანში შედის ფაქტიურად ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა : ეროვნული ფორუმი,საზოგადოება მათ იცნობს .. კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, რეზო შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი..; კონსერვატორები - ზვიად ძიძიგური; ხალხის პარტია- კობა დავითაშვილი; თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია თავისი გუნდით;ახალი მემარჯვენეები - დავით გამყრელიძე; სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზა”. მაგრამ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ახლა ამ პარტიას სხვა ხელმძღვანელი ჰყავს; ქრისტიან-დემოკრატები- გიორგი თარგამაძე; და რესპუბლიკელები- დავით უსუფაშვილი.

რვიანის ლიდერთა განცხადებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა. ახლა გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და ამ პროცესში ჩართვა, ამ ორი აუცილებელი პირობის გარეშე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა- აცხდებენ რვიანის ლიდერები.

XS
SM
MD
LG