ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ეგვიპტისთვის


ბრძოლა ეგვიპტისთვის
ბრძოლა ეგვიპტისთვის

ეგვიპტეში ოპოზიციის და პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკებები დაიწყო. გუშინ კი ქაიროში თაჰრირის მოედანზე დაახლოებით 250 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრეზიდენტ მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვდნენ. ეგვიპტელი სამხედროები კი დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. გუშინ, პრეზიდენტმა მუბარაქმა მოსახლეობას მიმართა. მან განაცხადა, რომ არ აპირებს სექტემბერში პრეზიდენტის პოსტზე ხელახალ კენჭისყრას, თუმცა ვადის ამოწურვამდე თანამდებობას არ დატოვებს. მან აღნიშნა, რომ მთელი ცხოვრება ეგვიპტეს და ეგვიპტელ ხალხს მიუძღვნა და ის აუცილებლად იმუშავებს ძალაუფლების მშვიდობანი გადაცემის მიმართულებით.

თაჰრირის მოედანზე და მის შემოგარენში ბატონი მუბარაკის განცხადებას მქუხარე ოვაცია მოჰყვა. მოედანზე შეკრებილთა შორის ხალხის ერთი ნაწილი ზეიმობდა, მეორე ნაწილი კი იმედგაცრუებული და უკმაყოფილო ჩანდა. ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ მუბარაკის ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის, რადგან არჩევნებამდე ჯერ კიდევ 7 თვეა და პრეზიდენტი ახლავე უნდა გადადგეს.

დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი კომენდანტის საათის მიუხედავად მოედანზე გვიანობამდე დარჩა. ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებიან, მანამ, სანამ მუბარაკი არა მარტო გადადგება, არამედ ქვეყანასაც დატოვებს არაუგვიანეს პარასკევისა. მისი გამოსვლიდან მოკლე ხანში, ოპოზიცის და ხელისუფლების მომხრეებს შორის ქალაქ ალექსანდრიაში შეტაკებები დაიწყო. შეტაკებები მიმდინარეობს ასევე ქალაქ სუეცსა და ქაიროში.

დედაქალში ორივე მხარეს შეკრებილი ხალხი ერთმანეთს ქვებს უშენს. მოედანზე ასევე გამოჩნდნენ აქლემებსა და ცხენებზე ამხედრებული ადამიანებიც. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ სამოქალაქო ფორმები პოლიციის ნაწილებს გადააცვა და მათ თავიანთ მომხრეებად წარმოაჩენს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით ეგვიპტის შინაგან საქმეთ მინისტრმა ოპოზიციის ეს ბრალდება უარყო.

XS
SM
MD
LG