ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში არეულობა გრძელდება


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როზა ოტუნბაევამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

ყირგიზეთში, ოშის რაიონში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. დაჭრილი და დაშავებულია ასობით ადამიანი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როზა ოტუნბაევამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა და ყირგიზეთის სამხრეთ პროვინციაში სამშვიდობო ძალების გაგზავნა თხოვა.

როზა ოტუნბაევას განცხადებით, საგარეო დახმარების გარეშე ხელისუფლება ოშში წესრიგის აღდგენას ვერ ახერხებს. ყირგიზეთის ლიდერი ტელეფონით უკვე ესაუბრა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ. თუმცა, მოსკოვი ჯერ ჯარების გაგზავნის შესახებ არაფერს ამბობს.

ყირგიზეთში არეულობა გუშინ დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა ბანდებმა უზბეკებით დასახლებულ რაიონზე მიიტანეს შეტევა.

ყირგიზებსა და უზეკებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სხვადასხვა მონაცემებით 800-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ყირგიზეთში დროებითმა მთავრობამ პოლიციის და არმიის გადამდგარი თანამშრომლების მობილიზაციაც გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG