ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში 7 კაცი მოჰკლეს


სირიაში 7 კაცი მოჰკლეს
სირიაში 7 კაცი მოჰკლეს

სირიელმა ჯარისკაცებმა დარაას პროვინციაში ქალაქ ჰომსში და დამასკოში მეჩეთებიდან გამომავალ ხალხს გაუხსნეს ცეცხლი.

დაუზუსტებელი მონაცემებით მოკლულია სულ მცირე 7 კაცი. მათ შორის 13 წლის მოზარდი. სისხლისღვრას ადგილი ჰქონდა ეიდ ალ ფიტრის დღესასწაულზე, რომლითაც რამადანის დასრულებას არნიშნავენ. როგორც სირიის რევოლუციის საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა სირიის ძალებმა რამადანის განმავლობაში 551 კაცი მოჰკლეს. საერთაშორისო ამნისტია კი აცხადებს, რომ 5 თვის განმავლობაში მიმდინარე ანტი-სამტავრობო აქციების დროს დაუზუსტებელი მონაცემებით 88 კაცი დაიღუპა, მათგან 10 ბავშვი დაკავების ცენტრებში.

XS
SM
MD
LG