ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 61 კაცი დაიღუპა


ბაღდადში კამიკაძე ტერორისტის მიერ ამოქმედებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით 61 კაცის სიცოცხლე შეეწირა. დაიჭრა 125 კაცი. აფეთქებას ბაღდადში ჯარში მოხალისეთა აყვანის ცენტრში ჰქონდა ადგილი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მეამბოხეებმა ადრე განაცხადეს, რომ ისინი რამადანის თვის განმავლობაში უფრო ინტენსიურს გახდიდნენ ტერაქტებს. ეს ტერაქტი უკანასკნელია მთელ რიგ ტერაქტებს შორის, რომლის მიზანია გამოავლინონ ერაყის უშიშროების ძალების სუსტი წერტილები. ამჟამად ერაყის უშიშროების ძალები იმისათვის იღწვიან, რომ საკუთარი ძალები გაზარდონ, სანამ ამერიკელები მიმდინარე თვეს დაასრულებდნენ საბრძოლო ოპერაციებს.

XS
SM
MD
LG