ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


გასულ თვეს ავღანეთში თალიბებმა საერთაშორისო ძალების 102 ჯარისკაცი მოკლეს.

ნატოს სამხედროების განცხადებით, კიდევ 6 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში მიმდინარე ბრძოლების შედეგად.

4 ამერიკელი ჯარისკაცი მოჯახედებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოკლეს, კიდევ ორი ამერიკელი კი ავღანეთში სამხრეთში ნაღმზე ააფეთქეს.

დღესვე ავღანეთში უცნობმა შეაირაღებულმა პირებმა 11 პაკისტანელი მოკლეს, რომლებმაც პაკტიას პროვინციაში გადმოლახეს ავღანეთის საზღვარი.

პაკისტანელების მიკროავტობუსის დაცხრილვის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა.

ამასობაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხოსტის პროვინციაში კამიკაძემ მათი ავტოკოლონა ააფეთქა.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, ზაბულის პროვინციაში ავღანეთის არმიის საგუშაგოსთან ჯარისკაცებმა კამიკაძის ლიკვიდაცია მანამდე მოახერხეს, ვიდრე ეს უკანასკნელი თავს აიფეთქებდა.

გასულ თვეს ავღანეთში თალიბებმა საერთაშორისო ძალების 102 ჯარისკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG