ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში 56 მილიონი ბავშვი უსწავლელია


მსოფლიოში 56 მილიონი ბავშვი უსწავლელია

ამ გადაწყვეტილებას მშობლის დამოკიდებულება განსაზღვრავს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გოგონათა განათლების ინიციატივების გლობალურ კონფერენციას დაკარში მართავს. კონფერენციას 22 ქვეყნიდან სამთავრობო და სადამხმარებლო სააგენტოს წარმომადგნელები და სტუდენტები დაესწრებიან.შეკრების მიზანია, გამოიძებნოს და შენარჩუნდეს უკვე ნაპოვნი საშულაებები იმისათვის,რათა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გოგონებმა საშუალო განათლება მიიღონ.

მსოფლიოში 56 მილიონი ბავშვი უსწავლელია
მსოფლიოში 56 მილიონი ბავშვი უსწავლელია

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი კვლევებით, 2007წელს მსოფლიოში 72 მილიონი ბავშვი არ შევიდა საშუალო სკოლაში. მათი უმეტესობა გოგონა გახლავთ და საერთო რაოდენობიდან ორი მესამედი აფრიკიდან და სამხრეთ და დასავლეთ აზიის ქვეყნებიდან არის.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საშუალო სკოლაში განათლების მიღებაზე უარი მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა გოგონამ განაცხადა. ამან სკოლებში გენდერული უთანასწორობა და ხშირ შემთხვევაში სკოლების დახურვაც კი გამოიწვია.

თუმცა გაეროში ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის -ენტონი ლეიკის განცხადებით,ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი სამუშაოა შესრულებული:

„მიუხედავად იმისა,რომ უზარმაზარი ძალისხმევა გამოვიჩინეთ,მსოფლიოში 2015 წლამდე 56 მილიონი ბავშვი კვლავ ვერ მიიღებს განათლებას. სახეზე გვექნება 56 მილიონი დაკარგული შესაძლებლობა და 56 მილიონი არშემდგარი ადამიანი."

სამწუხაროდ,ყველა იმ სამუშაოს,რასაც ჩვენ ბავშვთა გადარჩენის,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვახორციელებდით- განათლებასთან პირდაპირ კავშირშია.ეს არის მთავარი მამოძრავებელი ძალა პროგრესისკენ,ეს განაპირობებს ეკონომიკურ განვითარებას".

ალბათ ამიტომაცაა,რომ გაეროს მიერ მოწვეულ ერთკვირიან კონფერენციაზე ,მონაწილეები იმ სამ ძირითად საკიტხზე იმსჯელებენ,რაც ახალგაზრდა გოგონებს განათლების მიღებაში ხელს უშლის . ეს ძირითადი საკითხები კი სიღარიბე,ძალადობა და პედაგოგთა დაბალი დონე გახლავთ.ის,რომ სკოლების რაოდენობამ ზემოხსენებულ ქვეყნებში იმატა - განათლების მაღალი დონის გარანტიას ვერ იძლევა.

ენ ტერეზ ნდონგ ჯატა იუნესკოში აფრიკის ქვეყნებში განათლების რეგიონალური ბიუროს დირექტორია.მისი თქმით:

„დონორები უამრავი განხრით გვეხმარებიან.საერთო ძალისხმევაში მოქალაქეთა საზოგადეოებაცაა ჩართული.მაგრამ სამწუხაროდ ბავშვთა 75 პროცენტი სწავლაზე უარს აცხადებს.მათ არ სჯერათ,რომ ცოდნა მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეუცვლის ან რამე განსაკუთრებულს შეძენს.“

მეი რიჰანის თქმით,ვინც გაეროში გოგონათა განათლების ინციატივების გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრია -აცხადებს,რომ ბავშვების სკოლაში სიარულს მშობლის ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც განსაზღვრავს.

"დედა თავდ უნდა მიხვდეს,რომ სკოლაში შეძენილი ცოდნით არა მარტო ბავშვი,არამედ ოჯახის ყველა წევრი მიიღებს ინფორმაციას.ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში აუცილებელ პირობას წარმოადგენს".

იუნისეფის განცხადებით,სკოლის მოწაფე გოგონები ნაკლებად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი,მეტად ინფორმირებულები არიან და შიდსის ვირუსითაც ნაკლებად ავადდებიან.

გაეროში განათლების გლობალური მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია,რომ 2015 წლამდე სასკოლო განათლების განვითარების მიზნით განათლების სფეროს დაფინანსება- 16მილიარდი დოლარით გაიზრდება.

XS
SM
MD
LG