ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთმა 5 ლიბიელი დიპლომატი გააძევა


ბრიტანეთმა 5 ლიბიელი დიპლომატი გააძევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰაგმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ლონდონში ლიბიის სალჩოდან 5 დიპლომატის გაძევების თაობაზე.

ლონდონიდან 5 დიპლომატის გაძევების თაობაზე ბრიტანეთის საგაერეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ეს ლიბიელი დიპლომატები აშინებდნენ ლიბიის ოპოზიციის აქტივისტებს და საფრთხეს უქმნიდნენ ბრიტანეთის ეროვნულ უშიშროებას.გაძევებულთა შორის არის ლიბიის სამხედრო ატაშე. ბრიტანეთი მონაწილეობას იღებს კოალიციის სამხედრო ოპერაციებში, რომლითაც პრაქტიკულად ტარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომლის ძალითაც ყველა საჭირო ზომას უნდა მიმართოს კოალიციამ, რათა ლიბიის ლიდერმა კადაფიმ შეაჩეროს თავდასხმები საკუთარ მოქალაქეებზე. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა, რომ ლიბიელი ხალხის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა ლიბიის მართვის სადავეებიდან კადაფის მოშორება.უგანდამ განაცხადა, რომ მზად არის თავშესაფარი მისცეს კადაფის. როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დეივიდ კემრონი აცხადებს ბრიტანეთის მთავრობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია ის, მიაწოდოს თუ არა მეამბოხეებს იარაღი.

XS
SM
MD
LG