ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ირანში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას ითხოვს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ირანს შეუძლია კეთილი ნება გამოავლინოს და გაათავისუფლოს ამერიკის ორი მოქალაქე, რომლებიც დღესაც დაკავებული ჰყავთ. მისივე თქმით ობამას ადმინისტრაცია დეტერმინირებულია, რომ მიაღწიოს ამ ორი ამერიკელის გათავისუფლებას. როგორც კლინტონმა აღნიშნა აშშ დღესაც კონტაქტშია იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ცდილობენ ამერიკას დაეხმარონ ამ საკითხში. ირანმა მესამე ამერიკელიმოქალაქე გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გირაოს სახით გადახდილი იყო 500 000 დოლარი. სამივე ამერიკელი ირან-ერაყის საზღვრის რაიონში 2009 წლის ივლისში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით.თეირანში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ აშშ-მ კეთილი ნება უნდა გამოავლინოს და გაათავისუფლოს ირანელები, რომლებიც დააკავეს ტაილანში და საქართველოში და შემდეგ აშშ-ში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG