ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში 34 ოპოზიციის წევრი ციხიდან გაათავისუფლეს


ეგვიპტეში 34 ოპოზიციის წევრი ციხიდან გაათავისუფლეს
ეგვიპტეში 34 ოპოზიციის წევრი ციხიდან გაათავისუფლეს

დღეს ეგვიპტის ქალაქების მოედნებზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

ეგვიპტის აკრძალული მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური პარტიის სულ ცოტა 34 წევრი დღეს ციხიდან გამოუშვეს მას შემდეგ, რაც ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებმა ციხის გუშაგები დაძლიეს და ოპოზიციის წევრები გაათავისუფლეს.

მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელმა განცხადება პარტიის წევრთა გათავისუფლების შესახებ დღეს გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სამშაბათიდან მოყოლებული ქაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში ანტი-სამთავრობო სახალხო დემონსტრაციების ტალღა აგორდა. მასობრივი არეულობის ფონზე, ეგვიპტის ციხეებიდან ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

დღეს ეგვიპტის ქალაქების მოედნებზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ქაიროს მთავარ თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი კვლავინდებურად პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ითხოვს. ქაიროს ქუჩებში მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. ბანკებს, სამთავრობო შენობებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ტანკები იცავენ.

უმეტეს წილად დემონსტრანტები უშიშროების ძალებს მიესალმებიან, რადგან ისინი წესრიგის შენარჩუნების გარანტიას იძლევიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ძალადობის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 1,000 დაშავდა.

XS
SM
MD
LG