ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაღაროელები კვლავ მიწისქვეშ არიან


მაღაროელები კვლავ მიწისქვეშ არიან
მაღაროელები კვლავ მიწისქვეშ არიან

ისინი 72 დღე ანდების ექტრემალურ პირობებში იმყოფებოდნენ.

ჩილეში 33 მაღაროელი უკვე ერთი თვეა მიწისქვეშ არის გაჭედილი. მათ გასამხნევებლად დღეს სამხრეთ ამერიკაში მომხდარი ერთ-ერთი უბედური შემთხვევის შემდეგ გადარჩენილები ეწვივნენ. 1972 წელს ურუგვაის რაგბის ნაკრების თვითმფრინავი ანდების მთებში ჩამოვარდა. ავარიას თვითმფრინავის მხოლოდ 16 მგზავრი გადაურჩა. ისინი 72 დღე ანდების ექტრემალურ პირობებში იმყოფებოდნენ და დაღუპული თანაგუნდელების ხორცს ჭამდნენ თავის გადასარჩენად.

ურუგვაის რაგბის ნაკრების ერთ-ერთი გადარჩენილი წევრი დღეს მიწის ზედაპირიდან 700 მეტრის სიღრმეზე ჩარჩენილ მაღაროებელბს ესაუბრა და გამამხნევებელი ისტორიები მოუყვა.

მაღაროელების მიწიდან ამოსაყვანი ოპერაცია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. მაშველები იმხელა დიამეტრის გვირაბის გათხრას ცდილობენ, რომელშიც ადამიანი გაეტევა. ამჟამად მათთან კომუნიკაცია ვიწრო ხვრელიდან ხდება, საიდანაც მათი ამოყვანა შეუძლებელია. გვირაბის გაყვანას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG