ირანის სამხრეთში შიიტურ მეჩეთში მომხდარ ორ ტერორისტულ აფეთქებაზე სუნიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჯუნდულამ იკისრა პასუხისმგებლობა.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ამ ტერაქტებმა 27 ადამიანის სიცოხლე შეიწირეს. დაჭრილია 270 კაცი. კამიკაძე ტერორისტებმა ერთმანეთის მიყოლებით მოაწყვეს აფეთქებები ზაჰედანის მეჩეთში, სადაც შიიტები მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
დაღუპულთა შორის ირანის გავლენიანი რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის წევრებიც არიან. სისტან-ბალუჯისტანის პროვინციაში ირანის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ჯუნდულა, ანუ ალახის მეომრების სახელით ცნობილი დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია,რომ აღნიშნული ტერაქტები ირანის ხელიუსლფების მიერ ამ ორგანიზაციის ლიდერის აბდულმალეკ რიგის სიკვდილით დასჯის საპასუხო აქციაა.