კონკურსი გერმანელმა მომღერალმა მოიგო. 19 წლის ლენა მეიერ ლენდრუტი სიმღერით „სატელიტი“ 24 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა. შედეგები ჟიურის წევრებისა გადაწყვეტილებისა და შემოსული სატელეფონო ზარების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.
55 წლიან ისტორიაში გერმანიამ მეორეჯერ მოიპოვა პირველობა. მეიერ ლანდრუტის გამარჯვებამ კი გერმანიას მომავალი ევროვიზიის მასპინძლობის უფლება მიანიჭა.