ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუნდიალი 2010: ზეიმი და შიდსის პრევენცია


მუნდიალი 2010: ზეიმი და შიდსის პრევენცია

სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო ციებ-ცხელება დაწყებულია.

რამდენიმე დღეში საფეხბურთო ზეიმი დაიწყება. ერთთვიანი დღესასწაული, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მილიონობით გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. წელს მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძილობს. სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო ციებ-ცხელება დაწყებულია.

„მე ძალიან, ძალიან აღტაცებული ვარ.. ეს მსოფლიო ჩემპონატია...“

„მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა და ის აფრიკაში პირველად იმართება და იმედი მაქვს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება...“

სამხრეთ აფრიკელები ემოციებს ვერ მალავენ.

ქვეყნის ყველა წერტილში, ყველა ადგილზე, საზეიმო განწყობა და აღტკინება სუფევს. თუმცა ამ განწყობას ტან ერთვის ის შეშფოთება, რომელიც დაუდევარი მოქმედების შედეგად შიდსის შესაძლო გავრცელებას უკავშირდება. ამას კი მილიონობით უცხოელის ქვეყანაში ჩასვლის შედეგად პროსტიტუციის გააქტიურებით ხსნიან.

თუმცა, ამისგან თავის დასაცავად რასაკვირველია საშუალებებიც არსებობს. ერთერთი სამხერთ აფრიკელი ქალბატონის აზრით, მთავარი დამცავი მექანიზმი პრეზერვატივის გამოყენებაა. აპრილის თვეში ხელისუფლებამ ძლიერი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც 15 მილიონი ადამაინის ვირუსზე შემოწმება იყო. ყოველ ტესტირებულ მოქალაქეს კი, რჩევებთან ერთად 100 ცალი პრეზერვატივიც გადაცემა.

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას ამ კამპანიაში შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდიც ეხმარება. კამპანის მიზანი კი შიდსის, გარდა ტუბერკულოზის და მალარიის გავრცელებსი პრევენციაცაა, რომელიც ასევე ფართოდ არის გავრცელებული სამხერთ აფრიკაში.

იოგან პილეი ეროვნული ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ეს სამსახური განსაზღვრავს ქვეყანაში შიდსის და ტუბერკულოზის საფრთხეებს. მისი თქმით, შიდსით ინფიცირებული ადამიანების სტიგმატიზება ხდება, რაც დაავადების იატაქვეშეთში გადასვლას უწყობს ხელს.

„25 აპრილს პრეზიდენტის მიერ შიდსის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას რამდენიმე მიზანი აქვს. ერთერთი ის არის, რომ აღარ გახდეს შიდსით ინფიცირებულთა სტიგმატიზება,“ - აცხადებს პილეი.

სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. თუმცა, შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულთა საერთო რაოდენობის 17 პროცენტს შეადგენს. დაახლოებით 5,7 მილიონი სამხრეთ აფრიკელია შიდსით დაავადებულია. შიდსის გარდა, სამხრეთ აფრიკაში ტუბერკულზის ეპიდემიაც შემაშფოთებელი მოვლენაა.

შიდსის ეპიდემიის მთავარ მიზეზად სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და პრეზერვატივების გამოუყენებლობა წარმოადგენს.

მუნდიალის მოახლოებასთან ერთად შიდსის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელთა კავშირიც. ყოფილი ფეხბურთელი და კავშირის ხელმძღვანელის მოადგილე გაო შუბელვე ამბობს, რომ ფეხბურთელებს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში დადებითი წვლილის შეტანა შეუძლიათ,

თუნდაც იმ კუთხით, რომ მათი გულშემატკივრები და ახლო გარემოცვა უსაფრთხო სექსის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

„ჩვენ არ გვინდა ეს ბიჭები მხოლოდ ბილბორდებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხი მხოლოდ პოსტერებზე უცქერდეს ამ ბიჭებს, სადაც ეწერება, რომ შიდსი კლავს ან სხვა რამე. ამის მაგივრად, ჩვენ გვინდა მათი მომხიბვლელობა გამოვიყენოთ, რომ ისინი გავიდნენ ქუჩებში და ისაუბრონ შიდსის, როგორც დიდი პრობლემის შესახებ,“ - ამბობს შუბელვე.

ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარი ჯგუფი ქალაქის ცენტრში პანტომიმის წარმოდგენას მართავს. იქვე ახლოს მდებარე სახელდახელო კარავში კი ადამიანები ტესტირების რიგში დგანან.

სამხრეთ აფრიკაში შიდსმა ბევრი ფეხბურთელის ოჯახის წევრი თუ ახლობელი იმსხვერპლა. მათ შორისაა რონი ზონდიც.

„შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილი უნდა გახდეს. მიზანი კი დაავადების განახევრება მაინც უნდა იყოს. ამდენად, ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გვაძლევს შანსს, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიცვათ,“ - ამბობს ზონდი.

რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ და მხოლოდ გასართობია, და თანაც უდიდესი ზეიმი. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტურისტებს იმედი და მოლოდინი არ გაუცრუვდეთ. შიდსის საწინააღმდეგო კამპანიაც სწორედ საზეიმო ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს. ეს კი აშკარად მომგებიანი სვლა იქნება. მაშ ასე, მუნდიალამდე რამდენიმე დღე რჩება. 11 ივნისის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს სამხრეთ აფრიკაში აიღებს.

XS
SM
MD
LG