ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში 20 ადამიანი მოკლეს


სომალიში 20 ადამიანი მოკლეს

ბრძოლები ეთიოპიის და კენიის მოსაზღვრე ქალაქ ბულა ჰავოში მიმდინარეობდა.

სომალის სამთავრობი ძალებსა და ალ-შაბაბის მეომრებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

ბრძოლები ეთიოპიის და კენიის მოსაზღვრე ქალაქ ბულა ჰავოში მიმდინარეობდა. სომალის სამთავრო ძალებმა აფრიკის კავშირის ჯარების დახმარებით შეძლეს მეამბოხეთა ამ დასაყრდენის განთავისუფლება.

სომალიში უკანსკნელი ოცი წლის განმავლობაში სრული ქაოსია გამეფებული და დღემდე მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

სომალის დღევანდელი მთავრობა მხოლოდ აფრიკის კავშირის ძალების დახმარებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG