ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში 14 ადამიანი დაიღუპა


ალ-შაბაბმა მოგადიშოს ცენტრში სამთავრობო ჯარებზე მიიტანა იერიში.

სომალის დედაქალაქში სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა.

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ალ-შაბაბმა მოგადიშოს ცენტრში სამთავრობო ჯარებზე მიიტანა იერიში. სომალის მთავრობა დედაქალაქის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებს,ისიც აფრიკის სამშვიდობო ძალების დახმარებით.

ალ-შაბაბი და მისი მოკავშირე ჰიზბულ ისლამის პარტია, სომალიში შარიათის კანონების დამყარებას ისახავენ მიზნად.

XS
SM
MD
LG