ავღანეთში გზისპირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პაკტიკას პროვინციაში დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანეთის დასავლეთში პარტიზანების თავდასხმის შედეგად, ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
ასევე ერთი ადამიანი დაშავდა ყანდაარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების დროს.