ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში გრძელდება რეფერენდუმი


სუდანში გრძელდება რეფერენდუმი
სუდანში გრძელდება რეფერენდუმი

სუდანში გრძელდება რეფერენდუმი, რომელმაც ქვეყნის სამხრეთის დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ამ ფონზე, არ ცხრება ძალადობა, განსაკუთრებით კი აბეის სასაზღვრო რაიონში, რომელიც ჩრდილოეთს ესზღვრება.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ნიკო კოლომბანი, რომელიც ახლა სუდანში იმყოფება, გვატყობინებს, რომ აფრიკის კონტინენტის მკვლევარები ამერიკაში ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არიან რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაზე.

რეფერენდუმი ერთი კვირა გასტანს და 2005 წელს მიღწეული ყოვლისმომცეველი სამშვიდობო ხელშეკრულების ერთერთ პირობას წარმოადგენს. შეთანხმებამ, რომელიც საერთაშორისო მედიატორების მიერ 2005 წელს იქნა მიღწეული, ორი ათწლეულის მანძილზე სუდანის სამხრეთსა და ჩრდილოეთ რეგიონებს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება დაასრულა.

სუდანის სამხრეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„ხართუმის მთავრობას ვემშვიდობებით. მათთან კავშირს დღეიდან ვასრულებთ. მშვიდობით ხართუმს.“ აცხადებს ერთერთი ამომრჩეველი.

ამ წუთებისთვის ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დარეგისტრირებული ამომრჩევლეის სამოცმა პროცენტმა უკვე მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად იქნას ცნობილი.

შედეგებს ოფიციალურად სამხრეთ სუდანის რეფფერენდუმის კომისია დაითვლის, რომელსაც სხვათა შორის ჯერჯერობით არ დაუდასტურებია 60 პროცენტიანი ბარიერის დაძლევა.

ამ ფონზე, იგეგმება შეხვედრა ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებთან, სადაც უკანასკნელ დღეებში მომხდარი შეიარაღებული ბრძოლების შესახებ იმსჯელებენ. დაპირისპირებამ, პარასკევის შემდეგ, 46 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელიც ახლა სუდანში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, ამერიკის ხმას უცხადებს, რომ იგი სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა დაარწმუნა, რომ რეფერენდუმის რეზულტატს, მიუხედავად შედეგებისა, დაიცავს, და სამხრეთ სუდანის რეგიონს დახმარების ხელს გაუწვდის.

კარტერი: „ქვეყანაში ჯერ კიდევ ნაადრევია შედეგებზე საუბარი, თუმცა აქ ყველა დღეს ზეიმობს. კარტერის ცენტრს დამკვირვებლები ჰყავს რეფერენდუმის დღეებში როგორც ჩრდილოეთში ისე ქვეყნის სამხრეთში. პროცესი ყოველდღიურად, ძალიან ნორმალურად მიმდინარეობს. სუდანის მთავრობაში არის აზრთა სხვადასხვაობა თუ როგორ უნდა შეფასდეს რეფერენდუმის შედეგები, თუმცა როგორც პრეზიდენტმა ბაშირმა დამარწმუნა, ამომრჩევლის არჩევანს ყველა პატივს სცემს. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ დაიცვან წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, ერთობლივად იმუშავონ და საერთაშორისო მედიატორების დახმარებით მშვიდობის მიღწევას შეეცადონ.“

ბატონმა კარტერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ მიმდინარე რეფერენდუმი სამართლიან პირობებში ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლის შეთანმების თანახმად, ცალკე რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო აბეის სასაზღვრო რეგიონში, თუმცა პროცესი გადაიდო რიგი პრობლემების გამო.

ვაშნგტონში შეკრებილი ექსპერტები შიშობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის მშვიდ ვითარებაში ჩატარება უმთავრესი პრიორიტეტია, პირველ რიგში მხარეებს შორის დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელი ბრიუსელში-კომფორ ერო აცხადებს, რომ ძალადობის ფაქტები შემაშფოთებელია.

რეფერენდუმის შემდეგ დღის წესრიგში დადგება საზღვრების ზუსტი დემარკაციის საკითხი, ისევე როგორ სადავო აბეის რეგიონის სტატუსის განსაზღვრა.

შედეგები თებერვლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG