ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკროსოფტის ახალი შენაძენი


მაიკროსოფტის ახალი შენაძენი

8,5 მილიარდი - სკაიპის საფასური

სკაიპის მსოფლიოში დღესდღეობით 170 მილიონი მომხმარებელი ყავს. ამავდროულად მაიკროსოფტის კომპანია პირობას დებს, რომ მისი უახლესი შენაძენით კიდევ უფრო გაფართოვდება მობილური კავშირები და კორპორაციის მომხმარებელთა ვიდეო და აუდიო კომუნიკაციები გაუმჯობესდება. მაიკროსოფტის მთავარი აღმასრულებელი სტივ ბალმერი ამბობს, რომ ეს შენაძენი კომპანიის 36 წლიანი ისტორის მანძილზე უდიდესი გარიგებაა:

„ეს დიდი დღეა სკაიპისთვის, ეს დიდი დღეა მაიკროსოფტისთვის. ჩვენ ახალ დეპარტამენტს ვამატებთ, რაც მომხმარებელთა იმედებს გაამართლებს, იმედებს რომელიც ახალი თაობის კომუნიკაციებს უკავშირდება“

ანალიტიკოსების თქმით, 8,5 მილიარდი დოლარი მაინც უზარმაზარი თანხაა. „პისი მეგეზინის“ აღამსრულებლი რედაქტორი დენ კოსტა დარწმუნებულია, რომ მაიკროსფტმა უბრალოდ ძალიან სწრაფად იმოქმედა, მას შემდეგ რაც სკაიპის შეთავაზებები ქონდა გუგლისგან და ფეისბუკისგან:

„მაიკროსოფტმა ამ ფასით კონკურენტები მოიშორა. უამრავი კომპანია იყო ამ პროდუქტით დაინტერესებული. ამდენად მაიკროსოფტმა ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა რასაც სხვა ვერ გადაფარავდა“.

ბოლო რვა წელიწადში გაყიდვების და მოგების გაორმაგების მიუხედავად, ინვესტორები შიშობდნენ, რომ ბაზარზე მაიკროსოფტის შესაძლებლობები ნელნელა შემცირდებოდა. დენ კოსტა ამბობს, რომ ამ შენაძენით მაიკროსოფტი მომხმარებლთა რაოდენობას გააფართოვებს:

„წარმოდგენილი მაქვს, რომ სკაიპი ვინდოუს 7-ს დამეტება გახდება. აბა წარმოდგინეთ, უამრავი ადამიანი ვისაც უკვე აქვს სკაიპი. ეს ქსელი ძალზედ ღირებული გახდება“

ზოგიერთი ინვესტორი უკვე გამოთქვამს სკეპტიციზმს ამ გარიგების გამო. მიუხედავად ამისა, შეთანხმება წლის ბოლოს მაინც გაფორმდება.

XS
SM
MD
LG