ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომანში დემონსტრაცია დაშალეს


ომანში დემონსტრაცია დაშალეს

ომანის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრანტები, რომლებმაც ქალაქ სოჰარიში პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. სააგენტო როიტერის ცნობით, დემონსტრაციის დარბევის დროს ერთი ადამიანია დაშავებული. პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლით დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში გამოყვანილი იყო მძიმე ტექნიკაც. ომანში საპროტესტო აქციები ოთხი დღის წინ დაიწყო. მოქალაქეები, უმუშევრობის შემცირებას, ხელფასების გაზრდას და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვენ. სულთან ქაბუს ბინ საიდის მთავრობა ომანს 1970 წლიდან მართავს.

XS
SM
MD
LG