ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი ლიბიაში


ჰუმანიტარული კრიზისი ლიბიაში
ჰუმანიტარული კრიზისი ლიბიაში

ლიბიის საკითხებში გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორის პანოს მოუმცის განცხადებით, დიდ შშფოთებას იწვევს ლიბიის დასავლეთ ნაწილი, სადაც მოსხლეობის 80% ცხოვრობს.

„საერთაშორისო თანამეგობრობას აფიქრებს მდგომარეობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დაწესებული სანქციების გამო. მედიკამენტებისა და სურსათის მარაგის ნაკლებობა, არსებული ემბარგო ნავთობზე, ფულის ნაკადის შემცირება ყველაფერი ეს მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას ქმნის. რაც უფრო გაიწელება კონფლიქტი, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.“

გაეროს საგანგებო ელჩი აცნობიერებს, მდგომარეობის სიმძაფრეს. ქალაქ მისრატაში ალყაში მოქცეული მოსახლობის გასაჭირს, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჰუმანიტარული ტვირთი ხომალდებით მაინც აღწევს მისრატას სანაპიროებს. ძირითადად ამ დროს რიგდება წყალი, სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები.

მისრატასგან განსხვავებით, დედაქალაქ ტრიპოლში და დასვლეთში - ნაფუსას მთების რეგიონში, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გაეროს წარგზავნილი პანოს მოუმცი რამდენიმე კვირით ადრე თავად ბრძანდებოდა ტრიპოლში და თავისი თვალით იხილა კონფლიქტითა და სანქციებით გამოწვეული საერთო გაუსაძლისი სურათი.

" ბენზინის გასამართ სადგურებზე რიგი 2 კილომეტრამდე იჭიმება. მოსახლეობას მანქანებში ძინავთ თავისი რიგის მოლოდინში, ჩვენთან საუბრისას მათ შემოგვჩივლეს, რომ უკვე მესამე დღეა რიგში დგანან. ბენზინის მარაგის ნაკლებობა თავის მხრივ სურსათის ნაკლებობას იწვევს. გადაზიდვები მინიმუმადეა დაყვანილი, საჯარო ტრანსპორტი ან შეზღუდულად გადაადგილდება ან სრულებითაც არ დადის. ბავშვები არ დადიან სკოლებში. მშობლებს კი სამსახურამდე მისვლა უჭირთ. მაღაზიების უმრავლესობა დაკეტეილია. სამედიცინო პერსონალის 60 %-მა კი დატოვა ქვეყანა."

პანოს მოუმცი მოუწოდებს ე.წ. ჰუმანიტარული პაუზისკენ, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ მხარეებს დაპირისპირების დროებით შეწყვეტას სთხოვს. ეს გარკვეულწილად კონფლიქტის ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს მისვლას გაუადვილებთ. მისივე განცხადებით, ის მზადააა ჩავიდეს ტრიპოლიში და მოლაპარაკებები აწარმოოს მოწინააღმდეგე მხარეებთან, რათა მიიღოს გარანტიები და ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებმა თავისი სამუშაო შიშის გარეშე შეასრულონ.

XS
SM
MD
LG