ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლება ამერიკულად


ისრაელის მიმართ კრიტიკული გამონათქვემები ჰელენ ტომასს 50 წლიანი კარიერის ფასად დაუჯდა. ის თეთრი სახლიდან მოვლენებს ჰოლდინგ “ჰერსტისთვის” 1960 წლიდან აშუქებდა.

89 წლის ლიბანური წარმოშობის ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია ვიდეო ჟურნალისტ რაბინ დაივიდ ნესენოფთან დააფიქსირა.

კომენტარები დაემთხვა ებრაულ-ამერიკული მემკვიდრეობის აღნიშვნის დღეს, რომელსაც თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მასპინძლობდა.

რაბინმა ჰელენ ტომასს ისრაელის შესახებ ზოგადი კომენტარი თხოვა. პასუხი საბედისწერო აღმოჩნდა: “უნდა გაეთრიონ პალესტინიდან,” ეს ოკუპირებული მიწაა. ჟურნალისტმა დასძინა, რომ ებრაელებს შეუძლიათ წავიდნენ გერმანიში, პოლონეთში, ამერიკაში და მოშორდნენ პალესტინას.

რაბინმა დეივიდ ნესენოფმა არ დააყოვნა და ვიდეო საკუთარ ვებ-გვერძე მოათავსა, რამდნიმე წუთში მასალა მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო.

თეთრის სახლის ორშაბათის ბრიფინგზე ტომასი პირველ რიგში, საკუთარ ინიციალებიან სკამზე აღარ მჯდარა. ამავე დღეს, თეთრი სახლის პრეს-მდივანი რობერტ გიბსი ბოდიშს იხდიდა:

“მისი კომენტარი შეურაცხმყოფელი და გასაკიცხია. მას ბოდიშის მოხდა მართებს. რა თქმა უდნა, მისი პოზიცია არ გამოხატავს ამერიკელი ხალხის დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ, მითუმეტეს ადმინისტრაციის პოზიციას.”

ჰელენ ტომასი ერთ-ერთი პირველი ქალი ჟურნალისტი იყო, რომელმაც თეთრის სახლის მოვლენების გაშუქება პრეზინდეტ კენედის ადმინისტრაციის დროიდან დაიწყო.

კარიერა მან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის ბოდიშის მოხდით და 90 წლის იუბილემდე 2 თვით ადრე, სამსახურიდან სასწრაფო წესით დათხოვნით დაასრულა.

ხმაური ტომასის განცხადებებთან დაკავშირებით, ღაზას სექტორის ბლოკადის შესახებ პრეზიდნეტ ობამას მიმართ გაჩენილ შეკითხვებს და ისრაელის მხრიდან პალესტინაში მიმავალი თურქული ჰუმანიტარული დახმარების გემის რეიდს მოსდევს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.

ნიუ-იორკელების პოზიციას 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილთან ახლოს, ეგრეთ წოდებული კორდოვას სახლის აშენების შესახებ, ადვილად მიხვდებით. ზოგისთვის ის ისლამური კულტურის ცენტრი, ზოგისთვის კი ბოროტების სახლია.

სახელი შუასაუკუნეების ესპანეთიდან მოდის, სადაც კორდოვა ისლამური კულტურის ცენტრი იყო. მისი ნიუ იორკული ვარიანტი 13 სართულიანი თანამედროვე კომპლექსი იქნება, მეჩეთთან ერთად.

მანჰეტენის თვითმმართველობის პრეზიდნეტი სკოტ სტრინგერი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც კომპლექსის აშენებას მხარს უჭერს.

“არიან მოძულეები. არის ხალხი ჩაის სმის მოძრაობიდან, ვინც ჩემს პოზიციას თავს ესხმის და ფაქტს უარყოფითად აფასებს. ისლამური საზოგადოება სიძულვილს კრძალავს, ვფიქრობ ტერორიზმს სწორედ ამ გზით უდნა ვებრძოლოთ.”

სტრინგერის თქმით, ოპოზიციური გამონათქვამების ავტორები ძირითადად მემარჯვენე ფრთის ლიდერის, მარკ ვილიამსის პოზიციას ემხრობიან, რომელმაც კორდოვას სახლს 11 სექტემბრის მემორიალი უწოდა.

ალ სანტორა ნიუ იორკის სახანძრო სამსახურის გადამდგარი ხელმძღვანელია. მისი 23 წლის ვაჟი 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. სანტორა მეუღლესთან ერთად კომპლექსის აშენება-არ აშენების კენჭისყრას ესწრებოდა და საკუთარი პიზიციაც დააფიქსირა. ის თვლის, რომ ბევრი ამერიკელის თვალში ტერორისტული დაჯგუფება ალ ყაიდა, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამურ სწავლებებთან ასოცირდება, ამიტომ შენობის აშენება, რომელშიც მეჩეთიც იქნება, მას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

“მომხდარიდან ახლოს მეჩეთის აშენება სასაცილოა. მათ ამ ნაგებობას კულტურის ცენტრი დაარქვეს, მაგრამ ფაქტია, რომ აუზის და სხვა დასასველებელი ან გამაჯანსაღებელი დარბაზების გარდა, იქ მეჩეთიც იქნება და მუსლიმები ლოცვებს აღავლენენ.”

კორდოვას ინიციატივის პრეს მდივანმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ შენობა ნიუ იორკის დიდებულებასა და მრავალფეროვნებას შეერწყმება, ისევე როგორც ამერიკის უმთავრეს, თავისუფლებისა და რელიგიური მრავალფეროვნების ღირებულებებს. ის პროექტის ოპონენტებს 11 სექტემბერსის ტრაგედიისას ბევრ დაღუპულ მუსლიმსაც ახსენებს.

XS
SM
MD
LG