ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ყარაბახში


მსხვერპლი ყარაბახში
მსხვერპლი ყარაბახში

სომხეთი ბაქოს პროვოკაციის მოწყობაში და მოლაპარაკებების პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

მსხვერპლი ყარაბახში
მსხვერპლი ყარაბახში

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 დაიჭრა.

შეტაკება პარასკევს მოხდა,როცა რეგიონში აზერბაიჯანის მზვერავთა ჯგუფი შევიდა. წინასწარი მონაცემებით, მზვერავების უკან გასვლამდე, დაიღუპა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაციც.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა ბაქო პროვოკაციის მოწყობაში და მოლაპარაკებების პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

ინცინდენტზე გაკეთებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყვეტი შეტაკებები მთიან ყარაბაღში მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანის მთავრობა არასოდროს შეეგუება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას.

XS
SM
MD
LG