მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე დღეს კიდევ ერთი სენსაცია მოხდა, სერბეთმა გერმანია დაამარცხა ანგარიშით 1:0.
თამაშის პირველ ტაიმში შეხვედრის არბიტრმა გერმანელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე გააძევა მოედნიდან. ამის შემდეგ სერბებმა 38-ე წუთზე გახსნეს ანგარიში.
10 კაცით მოთამაშე გერმანიის ნაკრებმა გააფთრებული იერიშების მიუხედავად, ვერ შესძლო ანგარიშის გათანაბრება.
რაც შეეხება შეერთებული შტატებს, პირველი ტაიმის შემდეგ ამერიკელები 0:2 აგებდნენ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებთან.