ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური ცვლილებები


台灣總統府前的國慶裝飾
台灣總統府前的國慶裝飾

კარზაიმ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მუნირ მანღალი დანიშნა.

ქაბულში გამართულ ეროვნულ სამშვიდობო კონფერენციაზე, თალიბ მეამბოხეთა თავდასხმის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი შეცვალა.

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, თავდასხმის შემდეგ ხსენებული ორი ოფიციალური პირის განმარტებითი პატაკები არ იყო ადეკვატური.

განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ბატონმა კარზაიმ შინაგან საქმეთა მინისტრის ჰანიფ ატმარისა და უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს უფროსის ამრულა სალეჰის სამსახურიდან გადადგომის განცხადებები დააკმაყოფილა.

კარზაიმ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მუნირ მანღალი დანიშნა. ხოლო უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს უფროსის მოვალეობებს იბრაჰიმ სპინზადა შეასრულებს.

XS
SM
MD
LG