ჩინეთის პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ აუცილებელია „სასწრაფო“ ზომების მიღება კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით
ჩინეთის პრემიერ მინისტრი ვენ ჟიბაო აღნიშნავს, რომ ორ კორეას შორის სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვით გამოწვეული კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით „სასწრაფო“ ზომების მიღება არის საჭირო.
მაგრამ დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ლი მიუნგ-ბაკთან და იაპონიის პრემიერ მინისტრთან იუკიო ჰატოიამასთან ორდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრის დროს ბატონ ვენ ჟიბაოს ჩრდილოეთ კორეა გემის ჩაძირვაში არ დაუდანაშაულებია.
როგორც ცნობილია, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი მოკავშირე სახელმწიფოა. ფხენიანი სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვას უარყოფს.
სამდღიანი უმაღლესი დონის შეხვედრა შაბათს დაიწყო. ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 46 სამხრეთ კორეელ მეზღვაურს, რომლებიც მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვას ესმხვერპლნენ.
შაბათს გამართული შეხვედრის დროს ბატონი ლი და ბატონი ჰატოიამა შეთანხმდნენ, რომ ისინი ითანამშრომლებენ ჩრდილოეთ კორეის დასასჯელად გემის ჩაძირვის გამო.