ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს პროცესი გადაიდო


ტიმოშენკოს პროცესი გადაიდო

დღეს კიევში ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო სხდომა გადაიდო. მოსამართლემ დაცვის მხარეს საქმის გასაცნობად ვადა მისცა. ქალბატონმა ტიმოშენკომ ახალი ადვოკატი აიყვანა, რომელმაც საქმის გასაცნობად რამდენიმე კვირა ითხოვა, თუმცა სასამართლო პროცესი 6 ივლისს განახლდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება, როდესაც მან 2009 წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმირ პუტინთან რუსული გაზის მიღების თაობაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტიმოშენკო აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდება, რომლის უკანაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგას.

XS
SM
MD
LG