ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 6 ჯარისკაცი დაიღუპა


2006 წლის შემდეგ ბრიტანეთის სამხედროებისთვის ეს მეორე სისხლიანი ინციდენტია.

სამხრეთ ავღანეთში 6 ნატოს ჯარისკაცი გზისპირა ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ნატოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშაბათს ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში დედაქალაქის მახლობლად პატრულირებდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა.

2006 წლის შემდეგ ბრიტანეთის სამხედროებისთვის ეს მეორე სისხლიანი ინციდენტია. მაშინ ვეტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

2001 წლის შემდეგ ავღანეთში სულ 398 ბრიტანელი ჯარისკაცია დაღუპული.

პრემიერი მინისტრმა დევიდ კამერონმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსხვერპლისა, ავღანეთში ბრიტანელ სამხედროთა მისია გრძელდება და მას ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მომხდარი ინციდენტის შესახებ კომენტარი ბრიტანეთის ელჩმა ავღანეთში უილიამ პეიტიმაც გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ავღანეთში მომსახურე ბრიტანელი ჯარისკაცების წვლილს ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხში.

XS
SM
MD
LG