ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, ავღანელმა მესაზღვრემ სანამ 6 ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავდა, მათთან ერთად ჩაი დალია.
ნატოს განცხადების თანახმად, ნანგაჰარის პროვინციაში საარტილერიო წვრთნებში მონაწილე ამერიკელ ჯარისკაცებს, მთაზე ასვლის დროს გაუხსნეს ცეცხლი. ამის შემდეგ ორმა ამერიკელმა ჯარისკაცმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალ ბისმილა მუჰამედის განცხადებით, სასაზღვრო დაცვის პოლიციელის ეს საქციელი ვერ იმოქმედებს ავღანეთის და კოალიციური ჯარების თანამშრომლობაზე.
ნატოს განცხადებით, პარტიზანებმა ავღანეთში ამ ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი მოკლეს.
ამასობაში კოალიციურმა ძალებმა, ავღანეთში განხორციელებული ოპოერაციების შედეგად, თალიბთა რამდენიმე ლიდერი აიყვანეს ტყვედ.