ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინი რეფორმებს იწყებს


ბაჰრეინი რეფორმებს იწყებს

ბაჰრეინი ეროვნული დიალოგის პირველი რაუნდისთვის ემზადება, რომელცზეც რეფორმების ის კურსი იქნება განხილული, რომელსაც შიიტი უმრავლესობა მას შემდეგ ითხოვს, რაც ქვეყანაში წლის დასაწყისში ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო.

ბაჰრეინის სახელმწიფო მედიის განცხადებით მოლაპარაკებებს დაესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დიალოგის დანიშნულება ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება, პოლიტიკური კურსის შემუშავება და ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვაა.

XS
SM
MD
LG