ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო ყირგიზეთში პოლიციის ოფიცრებს აგზავნის


პოლიციის ოფიცრები ადგილობრივ სამართალდამცავებს ყირგიზეთის სამხრეთში წესრიგის დამყარებაში დაეხმარებიან.

ეუთო ყირგიზეთის სამხრეთში 52 პოლიციის ოფიცრის გაგზავნას აპირებს, ადგილზე სიტუაციის შესწავლის მიზნით. ყაზახეთის ქალაქ ალმაათაში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაზე, ეუთომ ყირგიზეთისთვის დახმარების აღმოჩენის გზებზე იმსჯელა.

ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეუთოს მიერ წარგზავნილი პოლიციის ოფიცრები ადგილობრივ სამართალდამცავებს ყირგიზეთის სამხრეთში წესრიგის დამყარებაში დაეხმარებიან.

ეუთოს წარმომადგენლის ქალბატონ ვირჯინია კოლოუდონის განცხადებით:

“ ეს პოლიციელები მრჩევლებად იმუშავებენ ყირგიზ კოლეგებთან და მათ ქვეყნის სამხრეთში წესრიგის აღდგენაში დაეხმარებიან. ასე რომ, ჩვენ დამოუკიდებლად სამშვიდობო ოპერაციებს არ ვანხორციელებთ.“

როგორც საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის შუა აზიის პროგრამების ხელმძღვანელი პოლ ქუინ-ჯაჯი აცხადებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეუთოს ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღოს, რადგან ყირგიზეთის უშიშროების ძალები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან.

მისი თქმით:“ არსებობს იმის დამადასტურებელი უტყუარი ცნობები რომ ყირგიზეთის უშიშროების სამსახური ძალზე უჭკუო ანტი-უზბეკურ პოლიტიკას ატარებს და ბიშკეკის მთავრობას მათზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია.“

XS
SM
MD
LG