ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 40 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთში 40 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში 40 ადამიანი დაიღუპა

თავდასმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ჯალალაბადის ბანკზე ფიდაების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა და 73 დაიჭრა.

შაბათს უშიშროების ძალების ფორმაში გადაცმულმა შვიდმა შეიარაღებულმა პირმა ქაბულის ბანკის ფილიალზე მიიტანა იერიში. რამდენიმე საათიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ თავდამსხმელების ნაწილმა შახიდების ქამრებით აიფეთქა თავი.

ამ ბანკში ავღანეთის არმიის და პოლიციის თანამშრომლები იღებდნენ ხელფასს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

ამასობაში კუნარის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ნატოს ძალების მიერ მოწყობილ საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში. ფაზლულა ვაჰიდის განცხადებით, ამ თავდასხმის შედეგად 63 ადამიანი, მათ შორის 20 ქალი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG