ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის წევრებმა 4 ებრაელი მოჰკლეს


ჰამასის წევრებმა 4 ებრაელი მოჰკლეს
ჰამასის წევრებმა 4 ებრაელი მოჰკლეს

ჰამასის მოძრაობის შეიარაღებული ფრთის წევრებმა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე 4 ებრაელი ახალმოსახლე მოჰკლეს. ეზედინ ალყასამის ბრიგადებმა მათ ოფიციალურ განცხადებაში სრული პასუხისმგებლობა იკისრეს ამ ინციდენტისათვის. როგორც ამ მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა ამას გარდა დაგეგმილია კიდევ არა ერთი თავდასხმა ებრაელ ახალ მოსახლეებზე. პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრამა ისევე როგორც პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა დაჰგმეს მომხდარი და განაცხადეს, რომ მიღებული იქნება ზომები, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ, რომელიც ვაშინგტონს მიფრინავს უბრძანა უშიშროების ძალებს აღმოაჩინონ თავდამსხმელები. თეთრმა სახლმა მკაცრად დაჰგმო ებრაელთა დახოცვა.

XS
SM
MD
LG