ოფიციალური პირები ინდონეზიაში მომხდარ მატარებლის ავარიას, რომლის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ადამიანური შეცდომის შედეგად თვლიან.
ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის განცხადებით:
“როდესაც შეჯარება მოხდა მე საპირფარეშოდან გამოვდიოდი, წამებში მოვახერხე ვაგონის ჩამოვარდნილი სახურავისგან თავის დაღწევა.”
გადარჩენილები ამბობენ, რომ დღეს მომხდარი კატასტროფის დროს მგზავრების უმრავლესობას ეძინა. მატარებელი ჯაკარტადან სურაბაიაში მიდიოდა და სხვა მატარებელს შეეჯეხა, რომელიც ჯავას სადგურში იყო გაჩერებული.
კატასტროფის შედეგად, რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა.