ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგები ავღანეთს ტოვებენ


ფრანგები ავღანეთს ტოვებენ

2001 წლიდან დღემდე ავღანეთში 64 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 2012 წლის ბოლოსთვის ავღანეთს 1000 ფრანგი ჯარისკაცი დატოვებს. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს ავღანეთში დაუგეგმავი ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ჯარების შემცირება ომის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯი უნდა იყოს. სარკოზიმ განაცხადა, რომ არასდროს დასმულა საკითხი საფრანგეთის ჯარების ავღანეთში განუსაზღვრელი დროით დარჩენის შესახებ. ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 4000 ფრანგი ჯარისკაცი იმყოფება. სარკოზის განცხადებით, თავდაპირველად ავღანეთს ქაბულთან ახლოს განლაგებული ფრანგული კონტინგენტი დატოვებს. დანარჩენი 3000 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე კი ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში - კაპისას რაიონშია განლაგებული. ისინი სამხედრო სამსახურს იმავე არეალში გააგრძელებენ. პრეზიდენტი სარკოზი დღესვე შეხვდა ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და შეერთებული შტატების და ნატოს კოალიციის სარდალს გენერალ პეტრეუსს. 2001 წლიდან დღემდე ავღანეთში ნატოს კოალციის ოპერაციის დროს 64 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG