ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეზონანსული მკვლელობა ავღანეთში


რეზონანსული მკვლელობა ავღანეთში
რეზონანსული მკვლელობა ავღანეთში

პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო

ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის უმცროსი ნახევარ-ძმა მოკლეს. მკვლელობაში მისივე პირადი მცველია ეჭვმიტანილი. ავღანეთის დაზვერვის ანონიმი ოფიცრის განცხადებით, აჰმად ვალი კარზაი ქალაქ ყანდაჰარში მოკლეს. მკვლელის სახელია სარდარ მუჰამედი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. კარზაის ძმის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. ქაბულში, პრეზიდენტმა კარზაიმ უკვე გააკეთა კომენტარი მომხდართან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ტრაგედიაა მთელი ავღანელი ხალხისთვის. აჰმად ვალი კარზაი ყანდაჰარის პროვინციის გუბერნატორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერდა თალიბანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ოპერაციებს, ასევე ვალიდ კარზაის ბრალს სდებდნენ კორუფციასა და ნარკობიზნესის მფარველობაში. რასაკვირველია, ის ამ ბრალდებებს არ აღიარებდა. ავღანეთში ნატოს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა მომხდარი ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ნატოს ძალები მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობას სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG