ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი იაპონიის ქალთა ნაკრებმა მოიგო. პენალტების სერიით მათ შეერთებული შტატების გუნდი დაამარცხეს. იაპონია პირველი აზიური ქვეყანაა, რომელმაც ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მსოფლიოს თასი მოიპოვა. ამერიკელ ქალ ფეხბურთელთა გუნდი კი მას უკვე ორჯერ ფლობდა 1991 და 1999 წლებში.

ფიფას რეიტინგით ამერიკელები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართულ ფინალურ მატჩზე ბევრი მათ იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.

დამატებითი დრო თანაბარი ანგარიშით: 2:2 დამთავრდა. თამაში პენალტების სერიით დასრულდა და ის იაპონიამ ანგარიშით 3:1 მოიგო.

XS
SM
MD
LG