ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს ხვდება. პრეზიდენტსა და კანონმდებლებს შორის მოლაპარაკებები დეფიციტის შემცირების გეგმის შესახებ უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს. გუშინ რესპუბლიკელთა ლიდერებმა განაცხადეს, რომ თეთრ სახლში შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მათი წინადადებები უარყო ვალის ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით დამატებითი დროის გამოყოფაზე. დემოკრატების განცხადებით კი, პრეზიდენტმა უბრალოდ დაასრულა შეხვედრა, მას შემდეგ რაც კომპრომისის გამონახვა ვერ მოხერხდა. ოთხშაბათს შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკიმ განაცხადა, რომ თუკი რესპუბლიკელები და პრეზიდენტი ობამა ვერ შეთანხმდებიან ვალის რაოდენობის ზღვარის გაზრდაზე, ამან შესაძლოა ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვიოს. ამჟამად,კ სახელმწიფოს ვალი 14, 3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, სესხის ლიმიტის გაზრდის საკითხი კი 2 აგვისტომდე უნდა გადაწყდეს. ბერნანკის განცხადებით, თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და ვალის ზღვარი არ გაიზარდა, მთავრობას ხელფასების შემცირება მოუწევს.

XS
SM
MD
LG