ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაის პირობები


ჰამიდ კარზაის პირობები
ჰამიდ კარზაის პირობები

ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით, ის არ დაიწყებს მოლაპარაკებას შეერთებულ შტატებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომელიც ქვეყანაში ამერიკის ხანგრძლივი ვადით ყოფნას ეფუძნება. კარზაის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მისი პირობები უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს. ამ პირობებში ასევე შედისი ამერიკელი სამხედროების მიერ ღამის რეიდების დასრულება, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. ჰამიდ კარზაიმ ასევე მოუწოდა ავღანეთსი შეიარაღებულ ძალებს, რათა გაზარდონ პასუხისმგებლობის გრძნობა როდესაც საერთაშორისო კოალიციისგან ქვეყანაში კონტროლის გადაბარება განხორციელდება. პრეზიდენტის თქმით ავღანეთის არმიას ძალიან მალე დამოუკიდებლად შეეძლება ქვეყნის დაცვა. 2012 წლსთვის ავღანეთს 33 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. საერთაშორისო კოალიციის ძალების დიდი ნაწილი კი ავღანეთის დატოვებას 2014 წლისთვის გეგმავს.

XS
SM
MD
LG