პაკისტანში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ გატაცებულია ამერიკის მოქალაქე 60 წლის უორენ ვაინსტაინი. იგი პაკისტანში ერთ-ერთი ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის ჯეი ი ოსტინ ესოშიეიტიდს დირექტორი იყო. იგი ორშაბათს აშშ-ში დაბრუნებას აპირებდა.
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ამერიკელი მოქალაქე გაიტაცეს.