კენიის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის შინაგანი უშიშროების მინისტრი ჯორჯ საიტოტი შვეულმფრენის ავარიის დროს დაიღუპა. ავარია დედაქალაქ ნაირობიში მოხდა. შვეულმფრენში მყოფი ექვსივე მგზავრი დაიღუპა.
საიტოტი კენიის ყოფილი პვიცე პრეზიდენტი იყო. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა,რომ მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილების მიღებას.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. კენიის პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო.