ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სფეისექსი" სტარტს სამშაბათს აიღებს


წარმატებული გაფრენისთვის კი აუცილებელია, რომ რაკეტის ცხრავე ძრავამ გამართულად იმუშაოს.

„სფეისექსი“ ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან სტარტს სამშაბათს დილით აიღებს. რაკეტის ფორმის წვრილი და გრძელი თეთრი ფერის კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აუცილებელ მარაგს ჩაიტანს. კერძო მფლობელობაში მყოფი პირველი კოსმოსური ხომალდის გაშვება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

„სფეისექსის“ პრეზიდენტმა, გუინ შოტველმა გადაწყვეტილება გაფრენის შეყოვნების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც კომპიუტერებმა ერთ-ერთ ძრავში დაშვებულზე მაღალი წნევა დააფიქსირეს. ქალბატონი შოტველის თქმით, ტექნიკური პრობლემის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წნევამ მე-5 ძრავში აიწია. წარმატებული გაფრენისთვის კი აუცილებელია, რომ რაკეტის ცხრავე ძრავამ გამართულად იმუშაოს, განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG