ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ლათინურ ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას გეგმავს.

კოლუმბიის ქალაქ კართახენაში უმაღლესი დონის ბიზნეს-სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც შეერთებული შტატების, კოლუმბიის და ბრაზილიის პირველი პირები ესწრებიან. შეხვედრაზე მათთან ერთად მსოფლიოს 33 სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი იმყოფება.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები სამხრეთ ამერიკაში არამარტო ყველაზე დიდი უცხოელი ინვესტორია, არამედ იქ წარმოებული საქონლის ყველაზე მასშტაბური მომხმარებელიც. მისი თქმით, შეერთებული შტატები ლათინურ ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას გეგმავს. პრეზიდენტი საუკუნის ყველაზე „ამბიციური ახალი გეგმის“ შესახებ საუბრობს, რომელიც 2022 წლამდე ელექტროენერგიაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG