ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არა ძალადობას!


არა ძალადობას!

ფილმის პრეზენტაციის მოწყობა როგორც თბილისში, გორში , საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ცხინვალში, ვლადიკავკაზში და იქ, სადაც ოსური მოსახლეობა ცხოვრობს.

თბილისში კინოთეატრ ”რუსთაველში” ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ” არა ძალადობას” ჩვენება გაიმართა.პროექტის ავტორია ”კონფედერაცია ცხინვალის სახლის” თავმჯდომარე მარინა მეშვილდიშვილი, ფილმის რეჟისორი, დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ფილმში შესული უნუკალური კადრები, რომლებზეც გადამწვარი ქართული სოფელი ავნევია ასახული, ოსმა რეჟისორმა ზურაბ ტავასიევმა მიაწოდა.

პროექტის ავტორის თქმით, იდეა ფილმის გადაღების შესახებ ყოფილ მეომრებზე, რომლებიც 91-2008 წლებში იბრძოდნენ, მათი პოტენციალის გამოყენების შესახებ სამშვიდობო ინიციატივებში 2008 წლის ომის შემდეგ დაებადა:

” ჩვენ ვიცოდით, რომ მეომრებს შორის იყო ორი მეგობარი, რომლებიც აგრძელებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობებს და დაგვებადა იდეა ფილფი გადაგვეღო ამ ორ მეგობარზე, მეგობრობაზე.

ახლა სოფელ ავნევში ვინ ცხოვრობს? ოკუპირებულ ქართულ სოფლებში არავინ არ ცხოვრობს , ის სოფლები აღარ არსებობენ, მიწასთან არის გასწორებული ის ტერიტორია, ახალგორის რაიონს არ ვგულისხმობ. ეს ფილმი მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ ნახა თუ ოსეთშიც ნახავენ? პროექტით გათვალისწინებულია პრეზენტაციის მოწყობა როგორც თბილისში, გორში , საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ცხინვალში, ვლადიკავკაზში და იქ, სადაც ოსური მოსახლეობა ცხოვრობს.”

ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ”არა ძალადობას” ორი მეგობრის, თემურ ცხოვრებოვის და მიხეილ ტაბატაძის მეგობრობაზეა აგებული. ომის დროს ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. დღეს მიხეილ თაბატაძე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ერთ-ერთი ყოფილი დაწესებულების სცენაზე შეხვდა მას ფართი, თემურ ცხოვრებოვი ცხოვრობს ვლადიკავკაზში, მიხეილ ტაბატაძე ამბობს:

” 10 აგვისტოს დავტოვეთ ავნევი,შემდეგ დავუკავშირდი თემურს და ვთხოვე, ჩემი ხასლი არ დაეწვათ. მაქსიმალურად ეცადა, მაშინვე ჩავიდა, გამომიგზავნა ჩემი ბიბლია, ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩემი გარდაცვლილი ქალიშვილია გადაღებული. ძალიან ეცადა, რომ ჩემი სახლი არ დაეწვათ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა , რასაც ძალიან განიცდის”.

მიხეილ ტაბატაძე საქართველოს მთლიანობას უჭერს მხარს, თემურ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ფილმში თემურ ცხოვრები ამბობს, რომ აღარასდროს ”საზარბაზნე ხორცად” აღარ უნდა იქცნენ.

პრემიერაზე "ამერიკის ხმა" რეჟისორ-დოკუმენტალისტს მამუკა ყუფარაძეს გაესაუბრა:

” ეს ფილმი იძლევა იმედს, რომ რაღაც პერსპექტივა აქვს ჩვენს ურთიერთობებს, რომ ბოლომდე არ გავუცხოვებულვართ. ქართულ საზოგადოებაში ეს შეიმჩნევა, მაგრამ ოსურ საზოგადოებაშიც დაიწყო კრიტიკული ანალიზი იმის, თუ რაც მოხდა. ამ ფილმის ერთ-ერთ გმირს, თემურ ცხოვრებოვს არ აკმაყოფილებს, რა გარემოშიც აღმოჩნდა და მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას ”მოდი, ნუ ვიქცევით საზარბაზნე ხორცად, თორემ ხვალ თუ შეგვიტევთ, მე კვლავ მომიწევს იარაღი ავიღო ხელში”. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, ძალიან ნიშანდობლივი იმ გარემოსთვის, რა გარემოშიც ვართ. როდესაც თემური და მისი პარტნიორები ოსური მხრიდან დადიან შეხვედრებზე, ფიქრობენ, თუ როგორ გაიდოს ხიდები, რომლითაც შეიძლება მშვიდობის აშენება, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა და ამის საზოგადოებისთვის მოთხრობა დიდებული საქმეა”.

მარინა მეშვილდიშვილის თქმით, ოს კოლეგებთან აგვისტოს ომომამდე აქტიურად თანამშრომლობდნენ:

” ოსური არასამთავრობო ორგანიზაციები 2008 წლამდე აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ასეთი კომუნიკაცია აღარ არსებობს. მხოლოდ ინტერნეტით, ტელეფონით ვკონტაქტობთ. ვერც ისინი ჩამოდიან, ვერც ჩვენ ჩავდივართ ცხინვალში. ე.წ. საზღვრები დახურულია ჩვენთვისაც და მათთვისაც”.

ჩვენი მთავარი მიზანია ნდობის აღდგენა ორ მეგობარ ერს შორის - ამბობს ფილმის პროდიუსერი ზურაბ ბენდიანიშვილი:

” ჩვენი მთავარი მიზანია, რა თქმა უნდა , ორ მეგობარ ერს შორის ნდობის , ძველი კავშირების აღდგენა, ახალი კონტაქტების გაღრმავება, პროპაგანდა არაძალადობის, ჩვენს შორის არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების. ფილმის მთავარი ფაბულაც ეს არის, ვფიქრობ თავი გაართვა ამ ამოცანას, ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მჭიდრო ურთიერთობები დღემდე არსებობს და არის სურვილი ამ ურთიერთობების განვითარების, ქართველ და ოს ხალხს შორის”.

XS
SM
MD
LG