ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში მსხვერპლია


ნიგერიაში მსხვერპლია
ნიგერიაში მსხვერპლია

ინციდენტი პლატეუს შტატში მოხდა, სადაც წინა დღეს მამა და მისი 7 შვილი მოკლეს.

ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების დროს ქვეყნის ცენტრალურ რაიონში.

ეს ინციდენტი პლატეუს შტატში მოხდა, სადაც წინა დღეს მამა და მისი 7 შვილი მოკლეს. გაერომ შეშფოთება გამოხატა ნიგერიაში მიმდინარე ძალადობის გამო. ამ ქვეყანაში აგვისტოში 70 ადამიანი მოკლეს.

გაეროს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიგერიის მთავრობას მოუწოდა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე იმუშაოს, რაც ქრისტიან და მუსულმან ახალგაზრდებს შორის დისკრიმინაციის მოსპობას ითვალისწინებს.

პლატეუს შტატი ნიგერიის ცენტრში მდებარეობს. ამ შტატის ჩრდილოეთით მუსულმანები ცხოვრობენ, სამხრეთით ქრისტიანები.

XS
SM
MD
LG