ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის გარდამავალ მთავრობას 15 მილიარდი დოლარი გადაეცემა


ლიბიის გარდამავალ მთავრობას 15 მილიარდი დოლარი გადაეცემა

კადაფიმ ყოველგვარი კავშირი დაკარგა საკუთარ ხალხთან და ახლა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ლიბიის დროებითი მთავრობა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მუამარ კადაფის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყებიდან გამოსავლის გზებს ეძებს.

პარიზში გამართულ შეხვედრას მსოფლიოს ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლიბიის გარდამავალი მთავრობისთვის 15 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

თურქეთმა განაახლა საკუთარი საელჩოს მუშაობა ლიბიაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა და რუმინეთმა ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლეგიტიმურობა აღიარეს.

ამასობაში მუამარ კადაფიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა თავის მომხრეებს ბრძოლა გააგრძელონ საბოლოო გამარჯვებამდე. ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა აჰმად ბანიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ კადაფიმ ყოველგვარი კავშირი დაკარგა საკუთარ ხალხთან და ახლა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

XS
SM
MD
LG