ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აგვისტო ავღანეთში დიდი დანაკარგით აღინიშნა


აგვისტო ავღანეთში დიდი დანაკარგით აღინიშნა

წელს ავღანეთში დასავლეთის კოალიციური ძალების 390 მებრძოლი მოკლეს.

წლევანდელი აგვისტო ყველაზე უფრო მძიმე დანაკარგებით აღინიშნა საერთაშორისო კოალიციური ძალებისთვის ავღანეთში.

გასულ თვეს ავღანეთში 66 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ამ ქვეყანაში ომის დაწყებიდან ყველაზე უფრო დიდი დანაკლისია.

ყველაზე უფრო მძიმე დანაკარგები გამოიწვია აგვისტოში პარტიზანების მიერ ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის „ჩინუკის“ ჩამოგდება. მაშინ 30 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.

წელს ავღანეთში დასავლეთის კოალიციური ძალების 390 მებრძოლი მოკლეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თალიბებმა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი მოკლეს ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს.

XS
SM
MD
LG