ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური პერსპექტივები


პოლიტიკური პერსპექტივები
პოლიტიკური პერსპექტივები

„რვიანიდან“ „ექვსიანამდე“ - კონსულტაციების რეჟიმი გრძელდება

მოლოდინის ეტაპი ქართულ პოლიტიკაში დამთავრდა და ახლა პერსპექტივების შესახებ მსჯელობა უფრო საფუძვლიანადაა შესაძლებელი. ქართული საზოგადოება კარგა ხნის მანძილზე ელოდა ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და ეს მოლოდინი 26 მაისის მოვლენების შემდგომ უფრო გამძაფრდა. როდესაც „არ გაამართლა“ ქუჩის აქციებმა, გაიზარდა ინტერესი იმის მიმართ, თუ „რა გამოუვიდოდათ“ სხვა ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დიალოგის გზით დემოკრატიისთვის სასარგებლო ცვლილებების მიღწევას ისახავდნენ მიზნად. მათ სურდათ „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“ ცივილურად. თუმცა მოხდა ის, რომ 26 მაისიდან ზუსტად ერთ თვეში ერთიანი მიზნის მისაღწევად გაერთიანებული რვა პოლიტიკური სუბიექტის ერთობა დაიშალა. მათგან ორმა მისაღებად ჩათვალა სახელისუფლებო პარტიის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის ვარიანტი, დარჩენილი ექვსი სუბიექტი კი კვლავ კონსულტაციის რეჟიმში გადაერთო - ამჯერად მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან.

დავით დარჩიაშვილი, უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტში ამბობს, რომ ოპოზიციურმა ექვსეულმა საკუთარი თავი, ფაქტობრივად გაწირა, როდესაც უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. მისი აზრით, საზოგადოების დაკვეთა დღეს სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაა, რომლის მიღწევას საზოგადოება არსებული ხელისუფლებისა და მასთან თანამშრომლობის მსურველ ოპოზიციურ ძალებთან ერთად უფრო ხედავს, ვიდრე რვიანისგან დარჩენილ ექვსეულთან.

„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ექვსიანის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ ამბობს, რომ მათ სწორი პოზიცია დაიკავეს, როდესაც საარჩევნო გარემოზე ზრუნვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიზრახეს. მისი აზრით, საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. „რვიანის მიმართ დიდი ინტერესი არც საზოგადოებას გაუმჟღავნებია და არც რვიანს გადაუდგამს საგანგებო ნაბიჯები ამ კუთხით მაინცდამაინც. უნდა ითქვას ისიც, რომ მთლად ერთი და იგივე არაა ზრუნვა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შორის,“ – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

„ქრისტიან–დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“, „ჩვენ თვითონ“, ეროვნულ–დემოკრატები“ და ნაციონალური მოძრაობა“ ერთობლივად შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებს ექსპერტიზისთვის ჯერ ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. ცვლილებები განსახილველად პარლამენტში კი შემოდგომაზე შევა.

XS
SM
MD
LG