ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არმია სირიელი დემონსტრანტების წინააღმდეგ


ისრაელის არმია სირიელი დემონსტრანტების წინააღმდეგ
ისრაელის არმია სირიელი დემონსტრანტების წინააღმდეგ

ღაზას სექტორში ისრაელის არმაისთან შეტაკების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა

ისრაელის არმიამ სირიელ დემონსტრანტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ისინი ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობზე, ღობის განგრევას და საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ.

ინციდენტის შედეგად 45 ადამიანია დაჭრილი და დაშავებული. პარალელურად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორიში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. პალესტინელები 1948 წელს ისრაელის შექმნის წლისთავს აპროტესტებდნენ. დემონსტრაციებს მშვიდობიანად არ ჩაუვლია.

ღაზას სექტორში ისრაელის არმაისთან შეტაკების შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. შეტაკება მოხდა იერუსალიმის გარეუბანშიც, სადაც სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დღეს დილით ინციდენტი მოხდა თელავივშიც, ისრაელის პოლიციის განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომანქანა რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა.

„საეჭვო წარმომავლობის ტრანსპორტი ავტობუსებს და ასევე მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა. ჩვენ 22 წლის მძღოლი დავაკავეთ “ - განაცხადა თელავივის პოლიციის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG