ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერქშირი და ბერქშეარი


ბერქშირი და ბერქშეარი
ბერქშირი და ბერქშეარი

მასაჩუსეტის შტატში დოლართან ერთად ადგილობრივი ვალუტაც მოქმედებს

მასაჩუსეტის შტატის პატარა დასახლებაში მოსახლეობა ეკონომიკის ზრდაზე და გლობალიზაციის ნეგატიური ეფექტების შემცირებაზე ზრუნავს. ბერქშირის საგრაფოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივ ფულად ერთეულს იყენებს, რასაც ბერქშეარს უწოდებენ და მას ფასდაკლების დროს სხვადასხვა საქონლის შესაძენად იყენებენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სელა ჰენესი არკვევდა.

ბერქშირის საგრაფოს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის რეპუტაცია აქვს. ის მსახიობების და მუსიკოსების სამშბლოდ ითვლება. ბოლო წლებში აქ მოსახლეობა მაღაიზებში და რესტორნებში ადგილობრივ ფულად ერთეულს იყენებს. ერთერთი ასეთი მაღაზია პატარა ქალაქ ბერინგთონში ველოსიპედებით და სნოუბორდებით ვაჭრობს.

მაღაზიის მესაკუთრე სტეფანი რუთი ამბობს, რომ მისთვის ბერქშეარი ამერიკული დოლარისგან არაფრით განსხვავდება. როგორც აცხადებს, ბერქშეარის გამოყენება მას ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო აახლოვებს:

„თუკი ვინმე აქ ბერქშეარს დახარჯავს, ეს ნიშნავს, რომ ის იცნობს ჩვენს საზოგადოებას და უნდა ჩვენთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. ის შეიქმნა იმიტომ, რომ მისი გამოყენება არსებული ნორმისგან ოდნავ მაინც განგვასხვავებს.“

პიტერ ლევი მაღაზია „ბაიკ და ბორდის“ მუდმივი კლიენტია. ის ამბობს, რომ ბერქშეარის გამოყენება ფულის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

„როდესაც მნიშვნელოვან შენაძენს ვყიდულობ მირჩევნია ბერქშეარი დავხარჯო. ყოველდღიური დანახარჯებისთვის მას არ ვიყენებ, რადგან ამ შემთხვევაში ორივე ვალუტა უნდა მქონდეს. მაგრამ როდესაც ისეთ რამეს ვყიდულობ რაშიც ფულის დაზოგვა მინდა, მაშინ ბერქშეარს ვიყენებ,“ - ამბობს პიტერი.

ბერქშირის საგრაფოში ადგილობრივი ვალუტის დოლარზე გადაცვლაზე ხუთი ბანკი მუშაობს. კრის ლოვეტი ბერქშირის ბანკის თანამშრომელია.

„95 დოლარის სანაცვლოდ 100 დოლარის ბერქშეარს ვაძლევთ. ამდენად ეს თითქმის საკომპენსაციო გადასახადია და ამ ქალაქში მშვენიერი ფასია,“ - ამბობს ლოვეტი.

ახალი ეკონომიკური ინსტიტუტის თანამშრომელი ნიკ კაჩერი ბერქშეარს მხარს უჭერს. მისი თქმით ბერქშეარის გამოყენება ხალხს ახალისებს რათა შეიძინონ ადგილობრივი საქონელი, და ივაჭრონ ადგილობრივ მაღაზიებში და საკუთარი ადგილბრივი წარმოება გააძლიერონ. კაჩერი ამბობს, რომ ადგილობრივ მაღაზიებში ვაჭრობა ძალიან კარგია იმ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯერ კიდევ მყიფეა და ცვალებადი.

„ეკონომიკაზე გავლენას ახდენს ნაციონალური და საერთაშორისო ძალები რომლებიც ძალიან ხშირად ურბანული რეგიონების მიღმა იმყოფებიან. ამდენად ადგილობრივი ვალუტის გამოყენება ადგილობრივი ეკონომიკის გაძლეიერებას ემსახურება, რადგან ის ნაციონალური და საერთაშორისოო გავლენისგან უფრო დაცული იყოს,“ - ამბობს კაჩერი.

2006 წლიდან დღემდე მიმოქცევაში უკვე 3 მილიონი ბერქშეარია.

XS
SM
MD
LG